17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
აქციებს და შეკრებებს შევაფასებდი, როგორც უპასუხსიმგებლობას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აქციები და შეკრებები ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე უპასუხისმგებლობაა.

"აქციებს და შეკრებებს შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას. დღეს ჩვენ ყველა, მათ შორის, პოლიტიკური პროცესებიც უნდა ემორჩილებოდეს ეპიდვითარების მართვას.

სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების, ამის შეჩერების რამდენიმე გზა არსებობს ერთ-ერთია ის შეზღუდვები, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და მეორეა ამის შესრულება. თუ ამას კარგად მივყევით, ვნახავთ, რომ ტენდენცია ქვემოთ წამოვა,"-აღნიშნა ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები