17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
კომპრომისის მზაობა არის და დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ოპოზიციასთან წარმატებულად დასრულდება - "ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე

ოპოზიციასთან კომპრომისისთვის მზაობას გამოთქვამს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას უნდა გაიმართოს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.

"თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ამ კვირაში სავარაუდოდ ეს შეხვედრა შედგება. რაც შეეხება კომპრომისის მზაობას, რა თქმა უნდა კომპრომისის მზაობა არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებულად დასრულდება, იქიდან გამომდინარე რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან.

"ქართული ოცნება" მომართულია იმისკენ, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ისინი რატომ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ამისთვის არ არის მზად, მე არ ვიცი. თუ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, რა თქმა უნდა ულტიმატუმების შესრულებას "ქართული ოცნება" არ აპირებს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

დღის ამბები