17 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
შეზღუდვების მიუხედავად დღეს მუშაობა განაახლეს ორბელიანის მოედანზე ყვავილებით მოვაჭრეებმა, მათ გზის გადაკეტვაც სცადეს - მოვაჭრეები გადაწყვეტილებას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ამოქმედებიდან რამდენიმე საათში მოვაჭრეთა ნაწილმა დაარღვია. მკაცრი გაფრთხილების და თხოვნის მიუხედავად, ადამიანთა ნაწილი სამუშაო ადგილს აკრძალვის ფონზე დაუბრუნდა.

ცოტა ხნის წინ მუშაობა განაახლეს ორბელიანის მოედანზე, ყვავილების ვაჭრობით დასაქმებულებმა. ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან.

ხელისუფლება მოვაჭრეებს მოუწოდებს, რომ რეგულაციები დაიცვან. 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, მოვაჭრეებს შეუძლიათ დისტანციურ ხერხებს მიმართონ.

"შეზღუდვაა და არა აკრძალვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად ონლაინ შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მსგავსი ტიპის შეზღუდვები,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ავტორი:თამთა ასანიძე

დღის ამბები