18 მაისი 2024,   03:07
ვრცლად
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მატულობს. იტალიაში covid -19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა. ფატალური შემთხვევების მატების გამო 9 დეკემბრიდან 5 იანვრამდე მკაცრი კარანტინი გამოცხადდება გერმანიის ბავარიის რეგიონში. შეზღუდვები გამკაცრდა სეულში, ტუნისში კი ღამის საათებში დაწესებული კომენდანტის საათი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.

რთული ვითარებაა შეერთებულ შტატებშიც. ინფიცირებულთა შორისაა დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩინეთიდან უკვე მიიღო ინდონეზიამ.

რუსული ვაქცინით აცრები დაიწყო მოსკოვში. ბრიტანეთი კი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამერიკულ-გერმანული კომპანიების შექმნილი ვაქცინის გამოყენებას მიმდინარე კვირას დაიწყებს.

დღის ამბები