ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. მათ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე აზრები გაცვალეს და საკუთარი მოსაზრებები შემაჯამებელ ბრიფინგზე დააფიქსირეს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, "ქართული ოცნების" ბოლო წინადადება გზას გაუხსნის კომპრომისს.
მისივე განცხადებით, დროა საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა.