17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
PVT ჩატარებული ჰქონდა "საერთაშორისო გამჭვირვალობასაც", სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური - ირაკლი კობახიძე

​"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ISFED-ის გარდა ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც". კობახიძის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციასაც აქვს პარალელური დათვლის შედეგი, რომელსაც მალავს.

მიზეზად ირაკლი კობახიძე ასახელებს ციფრებს, რომელიც, მისი ინფორმაციით, ემთხვევა ცესკოს საბოლოო შედეგებს.

"PVT ჩატარებული ჰქონდა "საერთაშორისო გამჭვირვალობასაც", ეკა გიგაურსაც 400 საარჩევნო უბანზე და ამ PVT-ის თანახმად, ზუსტად ემთხვეოდა ეს მონაცემები ცესკოს მონაცემებს.

სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური. ეს იყო ამ ოპოზიციური პარტიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა ვინმეს მეშვეობით გამოგვეთხოვა ეს ინფორმაცია როგორც გიგაურისგან, ისე "სამართლიანი არჩევნებისგან" – ჩვენ გვინდოდა ორივეს PVT-ის მონაცემები აგვეღო და ამაზე წარიმართებოდა მსჯელობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები