18 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
შვეიცარიაში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა. 2020 წლის 18 დეკემბერს, შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა. 

ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი ქვეყანაში 2013 წლიდან იყო მსჯელობის საგანი. გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რის გამოც ულტრაკონსერვატორული პარტია "ფედერალურ-დემოკრატიული კავშირი" აცხადებს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ მიღებული კანონი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.

შვეიცარიამდეერთნაირსქესიანთა ქორწინება მონტენეგროს პარლამენტმა დააკანონა, პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 41 კი წინააღმდეგი წავიდა.

დღის ამბები