18 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
სომხეთში ვითარება ისევ დაძაბულია - პოლიციამ მთავრობის შენობასთან მომიტინგეები დააკავა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

სომხეთის მთავრობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა მთავრობის შენობის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს.

პოლიციამ დემონსტრაციაზე მომიტინგეები დააკავა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მთავრობის შენობასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

დღის ამბები