18 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
"განკითხვის დღის" საბაბით ჩადენილი მკვლელობა - არიზონაში დედამ ქმართან ერთად საკუთარი შვილები მოკლა

ლორი ვალოუ და ჩად დეიბელი მკვლელობაში არიან ბრალდებულნი. გარდაცვლილები ლორი ვალოუს შვილები არიან, რომლებიც ქალს წინა ქორწინებიდან ჰყავდა. ჯოშუა ვალოუ, 7 წლის და ტაილი რაიანი, 17 წლის.

გვამები გასულ წელს მისტერ დეიბელის სახლში, არიზონაში იპოვნეს. ამ შემაძრწუნებელმა ამბავმა მედიის ყურადღება იმითაც მიაქცია, რომ წყვილმა ეს მკვლელობა "განკითხვის დღის" საბაბით ჩაიდინა. მათი აპოკალიპტური რწმენები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ორი მცირეწლოვანი სიცოცხლეს გამოესალმებინათ.

ჩად დეიბელი, როგორც ირკვევა, რამდენიმე აპოკალიფსური შინაარსის მქონე წიგნის ავტორია, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა რელიგიური სწავლებებით. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ისინი სამყაროს დასასრულისთვის ემზადებოდნენ.

მისტერ დეიბელი ასევე ბრალდებულია თავისი ყოფილი ცოლის მკვლელობაში, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ერთი კვირით ადრე, სანამ ლორი ვალოუ და დეიბელი იქორწინებდნენ.

"ჩვენ გვაქვს ეჭვები, რომ დეიბელის სწავლებები გახდა მკვლელობის ბიძგი, რადგან ის შთაგონებული იყო, რომ სამი უდანაშაულო ადამიანი უნდა მოეკლა" -კომენტარი გააკეთა სასამართლოს წარმომადგენელმა, ლინდსი ბლეიკმა.

წყვილი ამ დრომდე წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებდა. მათი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში უნდა შედგეს. 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები