18 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთს სანქციების დაწესების გამო აკრიტიკებს

ბელარუსის ლიდერი დასავლეთს სანქციების დაწესების გამო აკრიტიკებს. ალექსანდრ ლუკაშენკო ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში იძულებით დასმისა და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბორტზე ბომბის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიიდან მიიღეს და ბელარუსელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მან კანონის ფარგლებში იმოქმედა. თუმცა, ბომბის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკვე უარყო შვეიცარიის მთავრობამ.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის არაკეთილმოსურნეები ჰიბრიდულ ომზე გადავიდნენ და წითელი ხაზი გადაკვეთეს. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები ბელარუსს საცდელ ტერიტორიად იყენებენ, რათა შემდეგ რუსეთზე წვდომა მოიპოვონ.

დღის ამბები