18 მაისი 2024,   08:13
ვრცლად
აშშ-მ 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი "სოტროვიმაბი" დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, პრეპარატი "სოტროვიმაბი" დაამტკიცა.

მედიკამენტის გამოყენება მხოლოდ COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს მოხდება.

ამასობაში, ვაქცინაციას განაგრძობენ ქვეყნები, ბელგიამ "ჯონსონის" ვაქცინის გამოყენება 40 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის შეზღუდა.

სლოვაკეთი კი ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსულ ვაქცინას ავტორიზაცია გაუწია.

კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ვაშინგტონში. სწორედ ამ საკითხის გამოძიებაზე გასცა ბრძანება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ჩინეთი კი, ამერიკას "დეზინფორმაციისა და კონსპირაციების გავრცელებაში" ადანაშაულებს.

რაც შეეხება ინდოეთს, ქვეყანაში კვლავ რთული ეპიდვითარებაა. სწორედ ინდური შტამის შემთხვევების მატების გამო საფრანგეთი დიდი ბრიტანეთიდან შესულ მოგზაურებს სავალდებულო კარანტინს უწესებს.

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში კი ლოქდაუნი უკვე მეოთხედ ცხადდება.

დღის ამბები