18 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩისადმი სოლიდარობის ნიშნად, ბუქარესტის ერთ-ერთ ქუჩას, შესაძლოა, მისი სახელი ეწოდოს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, შესაძლოა, ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის სახელობის ქუჩა გაჩნდეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ჟურნალისტისადმი სოლიდარობის ნიშნად, იმ ქუჩას, სადაც ბელარუსის საელჩოა განთავსებული, შესაძლოა რომან პროტასევიჩის სახელი ეწოდოს. 

იდეა ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორმა მას შემდეგ წამოაყენა, რაც ჟურნალისტის დასაკავებლად ბელარუსის ხელისუფლებამ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მინსკში მოტყუებით დასვა.

თვითმფრინავს მარშრუტი ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე, ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით შეუცვალეს. შედეგად, ბორზე მყოფი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა სოფია საპეგა დააპატიმრეს.

დაკავებულ ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერასა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

წყარო: Reuters

დღის ამბები