18 მაისი 2024,   08:43
ვრცლად
14 წლის ბრიტანელი გოგონა პორნოგრაფიულ საიტზე თავისი კონტენტის ასატვირთად ბებიის პასპორტს იყენებდა​ 

ბრიტანული საიტი OnlyFans ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორნოგრაფიული კომპანიაა მსოფლიოს მაშტაბით. აქ დარეგისტრირება და მისი გამოყენება მხოლოდ 18+ საზოგადოებას შეუძლია. მკაცრად კონტროლირებადი წესების და კრიტერიუმების გვერდის ავლა კი 14 წლის გოგონამ ბებიის პასპორტის მეშვეობით მოახერხა. როგორც ბრიტანეთის პოლიცია ამბობს, ბავშვთა ექსპულატაცია ამ საიტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროლემაა.

OnlyFans-ის სტაფმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თქვა, რომ ასაკის ვერიფიკაციის სისტემა ყველა ნორმასა და მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. პლატფორმას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ასევე მილიონობით ადამიანი აქვეყნებს თავის ვიდეოებს, ფოტოებს და მიმოწერა აქვს თავის გამომწერებთან.

საიტის რეიტინგი ერთი-ათად 2019 წლის ბოლოდან გაიზარდა, სწორედ მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიამ  მოიცვა. საიტის ზოგიერთი კონტენტის შემქმნელი მილიონერიც კი გახდა.

პოლიცია ასევე საუბროს არაერთ შემთხვევაზე, როდესაც არასრულწლოვანი გოგონები საიტზე მშობლების, ან საახლობლო წრის პასპორტებით რეგისტრირდებოდნენ  და თავიანთ კონტენტს ფულში ცვლიდნენ. კომპანიამ კი ამის შესახებ განაცხადა, რომ ასეთი ანგარიშები ყოველდღიურად იბლოკება. აგრეთვე იყო შემთხვევები, როდესაც დაკარგული ბავშვები ამავე საიტზე ჩნდებოდნენ თავიანთი კონტენტით.

"აშკარაა, რომ OnlyFans-ს ბავშვებიც აქტიურად იყენებენ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ და მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად" - განაცხადა საიმონ ბაილიმ, ბრიტანეთის ბავშვთა დამცველმა.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები