18 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
დედაზე გაბრაზებულ თინეიჯერს 6 წლის მანძილზე სახლის ეზოში გვირაბი გაჰყავდა - როგორ აქცია ესპანელმა მსახიობმა ორმო სარელაქსაციო ბუნკერად

ექვსი წლის წინ, ანდრეს კანტომ დედასთან კამათის შემდეგ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ესპანელმა მსახიობმა, რომელიც ახლა 20 წლისაა სახლის უკანა ეზოში, ალიკანტეს რაიონში ორმოს თხრა დაიწყო.

"დედას უნდოდა, რომ სხვა ტანსაცმელი ჩამეცვა და ისე გავსულიყავი გარეთ, მაგრამ უარი ვუთხარი და საერთოდ სახლში დავრჩი. მე ვიყავი გაბრაზებული თინეიჯერი წერაქვით ხელში და დავიწყე თხრა, ყოველდღე ნაშუადღევს მივდიოდი და თხრას განვაგრძობდი სამი წლის მანძილზე," - ამბობს ანდრეს კანტო.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 წელი გავიდა ანდრეს კანტო ისევ განაგრძობს თხრას და ორმო უკვე გრძელს გვირაბად იქცა.

2017 წელს, როდესაც გამოქვაბულის გაყვანაში საკმაოდ დიდი წინსვლა ჰქონდა, ესპანელმა თინეიჯერმა გაიაზრა, რომ იქაურობის გადაკეთება საცხოვრებელ ადგილადაც შეიძლებოდა და პრიმიტიული ხვრელი იდეალურ საცხოვრებელი გამოქვაბულად ტრანსფორმირდა. მიწისქვეშა ბუნკერს აქვს კიბეები, აღჭურვილია სტერეოს სისტემით, გათბობით, დენით და საწოლითაც კი. ანდრესი ამბობს, რომ აქ დღეში მინიმუმ 5 საათს ატარებს და იქაურობა ძალიან ეხმარება რელაქსაციისთვის.


ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

 

დღის ამბები