18 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს კანადის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე - რას ემსახურებოდა ბავშვების სასაფლაოდ ქცეული სკოლა-ინტერნატები

კანადაში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. ბავშვები ერთ-ერთი იმ სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები იყვნენ, რომელიც ადგილობრივი მკვიდრების იძულებითი ასიმილაციის მიზნით შეიქმნა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ეს "მათი ქვეყნის სამარცხვინო წარსულის მტკივნეული შეხსენება" იყო. 

გარდაცვალების მიზეზებისა და დროის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვების გარდაცვალება სკოლის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურად გაფორმებული არ ყოფილა. 

კანადური სკოლა-ინტერნატები ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაციის მიზნით იყო შექმნილი, რომელსაც მე-19 და მე-20 საუკუნეებში მთავრობა და რელიგიური ხელისუფლება მართავდა. ეს კონკრეტული სკოლა-ინტერნატი, რომელიც რომის ადმინისტრაციის ქვეშ იყო, 1890 წელს დაარსდა, 1950 წელს კი იქ, დაახლოებით, 500 აღსაზრდელი ცხოვრობდა.

1969 წელს სკოლა-ინტერნატის მართვის სათავეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიღო და დახურვამდე, 1978 წლამდე მართავდა.

რას ემსახურებოდა სკოლა-ინტერნატები კანადაში

1863-დან 1998 წლამდე, ძირძველი ადგილობრივი მკვიდრების ოჯახებიდან, დაახლოებით, 150 ათასამდე ბავშვი წამოიყვანეს და მსგავს სკოლა-ინტერნატებში გადაანაწილეს. ბავშვებს უკრძალავდნენ ესაუბრათ თავიანთ ენაზე ან მოქცეულიყვნენ თავიანთი კულტურის შესაბამისად. ამის გამო ბევრი მათგანი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

კომისიამ, რომელმაც მუშაობა 2008 წელს დაიწყო, დაადგინა, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა საკუთარ ოჯახებს აღარ დაბრუნებია. 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს პოლიტიკა "კულტურულ გენოციდს" წარმოადგენდა.

2008 წელს კანადის მთავრობამ ამ სისტემის გამო ბოდიში ოფიციალურად მოიხადა. 

პროექტი "დაკარგული შვილები" დოკუმენტურად ასახავს სკოლა-ინტერნატებში სწავლისას ბავშვების დაღუპვას და მათ სამარხებს. დღეისათვის იდენტიფიცირებულია 4,100-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც სკოლა-ინტერნატებში სწავლის დროს დაიღუპნენ.

No description available.

წყარო: BBC

დღის ამბები