ქართველი ოფიცრის გარდაცვალების შესახებ Facebook-ის გვერდზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"ქართველი ოფიცერი კოტე ლაშხია, რომელიც მარიუპოლს იცავდა, გარდაიცვალა უბედური შემთხვევის დროს. მანამდე კი საბრძოლო დავალებების შესრულებისას დაიღუპნენ ოფიცრები: გიორგი ჯანელიძე, ალექსანდრე გრიგოლაშვილი, თამაზ სუხიაშვილი და ასობით ქართველი ისევ იცავს უკრაინას, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ისინი ყველა ჩამოვიდნენ იმისთვის რომ დაიცვან ჩვენი საერთო მომავალი. მე პირადად ვიცნობდი კოტე ლაშხიას. მას დარჩა მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე,"- წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.