20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის შესაძლებლობას ენერგეტიკის მინისტრი უკვე რეალურად განიხილავს. კახი კალაძე ამბობს, რომ დენის საფასურის გაზრდის შემთხვევაში მთავრობა სუბსიდირების საკითხზე იმსჯელებს,  თუმცა რა კატეგორიას შეეხება ეს სუბსიდირება ან რა რაოდენობით მოხდება ტარიფის გაზრდა ჯერჯერობით უცნობია.

გადაწყვეტილება სემეკს დღეს უნდა მიეღო, თუმცა სხდომა ერთი კვირით გადაიდო. ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს შეიცვლება თუ არა გადასახადი თბოელექტროსადგურებისთვის.

ამ მოთხოვნით კომპანიებმა სემეკს უკვე მიმართეს. თბოელექტროსადგურების ხელმძღვანელები ამბობენ რომ ბუნებრივ აირს უცხოური ვალუტით ყიდულობენ, შესაბამისად დანაკარგი კომპანიებს ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ დიდი აქვთ.

სემეკში არ გამორიცხავენ, რომ ფინანსურმა არასტაბილურობამ შესაძლოა ტექნიკური არასტაბილურობაც გამოიწვიოს რაც საბოლოო ჯამში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხზე იმოქმედებს.

ავტორი: ეკა გაგუა

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები