საკრებულოში ამ დრომდე ელოდებიან იმ დოკუმენტს, რომელმაც სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის საკითხი უნდა განსაზღვროს.
დღეს მუშაობა დოკუმენტზე მერიაში გვიანობამდე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.
კონსულტაციები უმრავლესობასა და ნარმანიას უწყების წარმომადგენლებს შორის უკვე მესამე დღეა გრძელდება და დღემდე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სტიქიით დაზარალებულები, კი რომელთა ნაწილიც ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშეა დარჩენილი, უკვე სამი კვირაა ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია.
წყნეთისხევის ქუჩის მოსახლეობა და სხვა დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარების დროულად მიღებას ითხოვენ.
ავტორი:ეკო მაღრაძე
ავტორი ეკო მაღრაძე