20 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
სკანდალური ვიდეო-პოლიციელები დაკავებულებს შეურაცხყოფას აყენებენ

სამართალდამცველების ძალადობა მოქალაქეზე არსებული ინფორმაციით პოლიციის პირველ განყოფილებაში მოხდა. ვიდეოგადაღება ერთ-ერთმა ბრალდებულმა მაჯის საათში ჩამონტაჟებული კამერით შეძლო. 

ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდება, თუმცა როგორც ცნობილია მანამდე ფილიპე ბაბაიანს და არტურ ოგანეზიანს სამართალდამცველები ღამის კლუბში გაუსწორდნენ, სადაც დაკავებულების ახლობლების განცხადებით, მათ შელაპარაკება პოლიციის ერთ–ერთ მაღალჩინოსანთან მოუვიდათ, შემდეგ მათი ცემა უკვე განყოფილებაში გაგრძელდა.

დაკავებულები ამჟამად წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებიან, ოჯახი კი პოლიციელების იდენტიფიცირებას და დასჯას ითხოვს.

შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

 

 
დღის ამბები