პრეზიდენტი აფაქიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოსთქვამს. გიორგი მარგველაშვილი მომხდარს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების შესახებ.
მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ამ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას.
ამ მძიმე წუთებში სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს," - წერს პრეზიდენტი.