"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევების შედეგების პრეზენტაცია გამართა.
კვლევები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის საკითხებს შეეხო.
გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომელიც სახელწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობას დაადგენს. ამასთან, სამინისტროების უმრავლესობას პროექტები არ განუხორციელებია.
“საქართველოში არ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამ საწარმოების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა სულხან სალაძემ.