20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ტრაგედია თბილისში-შენობის დემონტაჟს ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

გამოთვლითი მათემატიკის ყოფილი შენობის დემონტაჟს დღეს მსხვერპლი მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია შენობაში 2 სართულის ჩამოშლა, რის შედეგადაც იქ მყოფი 4 ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა.

ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანი იყო. ის მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თუმცა მეათეკლასელი ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ბოლოს ოთხივე ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. 

ახლა გამოძიებას იმის დადგენა მოუწევს იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე დაცული უსაფრთხოების წესები.

თბილისის მერიამ მომხდარზე მწუხარება გამოთქვა. ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მომხდარი შესწავლილი იქნება და დარღვევების შემთხვევაში კონკრეტული დამნაშავე პირები პასუხს აგებენ. 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები