20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
გამგეობები და ქონების მართვა - სად უნდა მივიდნენ სტიქიით დაზარალებულები?

სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ, დღეიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, შესაბამის გამგეობას ან მერიის ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს.  

პირველ კატეგორიაში შემავალი სახლების მეპატრონეებმა, ანუ მათ, ვისი სახლიც დანგრეულია ან აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, უნდა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს.

დაზარალებულებს შეუძლიათ, აირჩიონ ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ერთ-ერთი ვარიანტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, მის გასამაგრებლად შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ.

ზარალის ანაზღაურების გაცემა წინასწარ დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება. შესაბამისი დასკვნები სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მომზადებული აქვს. მათ შორის, ქონების საბაზრო ღირებულებასაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განსაზღვრავს. ამიტომ, მოსახლეობისგან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო აღარ იქნება.

 

 
დღის ამბები