საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს მიმართავენ.
სამოქალაქო სექტორის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, რომელიც ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას გულისხმობს.
„გვაშფოთებს კანონპროექტზე მუშაობის პროცესი. ვშიშობთ, რომ ის არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში მკაფიოდ წერია, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ ბანკს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ,“ - ნათქვამია მიმართვაში.