საერთაშორისო სააგენტო REUTERS-მა ცხინვალის კადრები გადაიღო, სადაც რუსული სამხედრო მანქანები ჩანს. მასალაში ასევე ჩანს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პრეზიდენტიც, რომელიც რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით ამაყობს.
"თიბილოვის განცხადებები ცხინვალელების პოზიციისგან განსხვავდება,"-აცხადებს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის თქმით მოსკოვთან დადებულ ხელშეკრულებას ცხინვალში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი ფიქრობს, რომ სააგენტო REUTERS-ის შესვლა ცხინვალში გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რადგან ის მასალა, რომელიც გავრცელდა მამუკა არეშიძის თქმით მოსკოვისთვის ხელსაყრელია.
საერთაშორისო სააგენტო ცხინვალის გარდა იმყოფებოდა სოფელ ავნევშიც. ვიდეომასალაში კარგად ჩანს მიწასთან გასწორებული სოფელი, რომელიც 2008 წლის შემდეგ უკაცრიელი გახდა.
ავტორი: დავით კაკულია