20 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
წყნეთი-ახალდაბის გზაზე ისევ მეწყერი ჩამოწვა-ადგილობრივები სახლებს ტოვებენ

მაშველები და საპატრულო პოლიცია მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ახალდაბიდან 55 ოჯახი გაიყვანონ.

ასევე, ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე მზად არის ადგილობრივები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს მანამ, სანამ ადგილზე საფრთხე იქნება და ახალი შემოვლითი გზა არ გაკეთდება. 

დღეს ჩამოწოლილმა მეწყერმა მეორედ წყნეთი-ახალდაბის გზა და გაზსადენი  დააზიანა.

გეოლოგიური კვლევა ახლდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან დაიწყო. სპეციალისტები ბოლომდე დამაიდებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა მცირე მასშტაბის მეწყერი გზის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ განმეორდეს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად გეოლოგები და გზის სპეციალისტები ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევენ და ამბობენ, რომ გზაზე მოძრაობის რეჟიმი უნდა დაწესდეს. 

წყნეთი–ახალდაბის გზის მონაკვეთი საფრთხის შემცველი მოსახლეობისთვის პირველად 13 ივნისის სტიქიის დროს გახდა, თუმცა ამის შემდეგ თითქმის ერთი თვის განმავლობაში გზაზე სერიოზული შეფერხება არ მომხდარა. 

ავტორი: დავით კაკულია

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები