"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი ყვება, რომ პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, კონფიდენციალური მასალები მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ პანკისიდან ორი სკოლის მოსწავლის სირიაში საბრძოლველად წავლის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდათ შსს–ს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებსა და პირადად ცენტრის დირექტორს, ირაკლი ჩიმაკაძეს.
გელა მთლივლიშვლი მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით წერს, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ბორჩაშვილი, კონტრტერორისტულ ცენტრთან რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობდა.
საინფორმაციო ცენტრმა დღეს სიარიაში მყოფი პანკისიდან წასული ახლგაზრდების მიმართვებიც გაავრცელა. ვიდეოში მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი ყოფილი იმამის დაკავებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მოსახვედრად არავინ დახმარებიათ.
შშს-მ მოსწავლეების სირიაში საბძოლველად გამგზავრების ბრალდებით პანკისის ხეობის ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააკავა. უწყების ინფრმაციით გამოძებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩშვილი სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია საქართველოში და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწერვიანების მიზნით მოქალაქეებს იბირებდა. ბორჩაშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ 3 პირი.
ავტორი: სოფო ზურაბიანი