20 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
დაზარალებული წყნეთის ხევის მოსახლეობა მერიის შეთავაზებებით უკმაყოფილოა

მერიის საკომპენსაციო შეთავაზებებით 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული წყნეთის ხევის მოსახლეობა უკმაყოფილოა. მათი განცხადებით, ის თანხა, რომელსაც მათ დედაქალაქის მთავრობა სთავაზობს არ არის საკმარისი.

ადგილობრივების თქმით, მერია კვადრატულ მეტრზე 100-დან 150 დოლარამდე თანხას სთავაზობს და რაც, მათი შეფასებით, მიზერული თანხაა. ისინი უარს ამბობენ კომპენსაციაზე და სანაცვლოდ სახლების აშენებას ითხოვენ. სტიქიის შედეგად წყნეთის ხევის 15 ოჯახი დაზარალდა.

 
დღის ამბები