20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
"ოლიგარქო წადი,"-აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

"უუნარო მთავრობა," "ოლიგარქო წადი" - ამ შინაარსის შეძახილებით ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციით რუსი მესაზღვრეების მიერ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვითარების გაკონტროლებას ვერ ახერხებს. 

ხმაურიანი აქციის პარალელურად ივანიშვილის სახლთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. ისინი აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. 

აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა "კურიერთან" საუბრის დროს დაანონსა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები