18 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
სკოლის მოსწავლეები პარლამენტში შტურმით შეიჭრნენ - კონგოში ასობით მოსწავლემ ხელისუფლებას მოსთხოვა, მასწავლებლებს ხელფასი მოუმატონ

ასობით სკოლის მოსწავლე კონგოს პარლამენტში შტურმით შეიჭრა. ისინი ხელისუფლებისგან მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას მოითხოვდნენ, რათა პედაგოგებმა გაფიცვა შეწყვიტონ და სკოლებს დაუბრუნდნენ.

მასწავლებლები 4 ოქტომბერს გაიფიცნენ, ისინი ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, პედაგოგების გაფიცვას რელიგიური ჯგუფები აწყობენ, რომლებიც დაწყებითი სკოლების დიდ ნაწილს მართავენ. პროფკავშირები მთავრობას მოუწოდებენ, სკოლები პოლიტიკური თამაშების ნაწილად არ აქციონ.

დღის ამბები