შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ შოთა რეხვიაშვილი დაინიშნა. რეხვიაშვილმა მინისტრის მოადგილის რანგში თანამშრომლებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და უწყების პირველადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა.
რაც შეეხება მის ყოფილ თანამდებობას, ქვემო ქართლის რწმუნებულის პოსტზე ის გიორგი დოხტურიშვილმა ჩაანაცვლა.