20 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძემ და უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განიხილეს ონკოლოგიისა და ტრანსპლანტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები და საჭიროებები.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და ამ კუთხით, ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა კოლეგას, რაზეც უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა მზაობა გამოთქვა.

დღის ამბები