ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თან სანადირო თოფი ჰქონდა.
მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შემთხვევის გამო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინა რამდენიმე საათით ჩაიკეტა.
პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე საფრთხე აღარ არსებობს.