კასპში, "მედალფას" კლინიკაში მოსახლეობის აცრა გრძელდება. აცრის მსურველებს სამი სხვადასხვა ვაქცინით შეუძლიათ აცრა, როგორც sinovac და sinopharm, ისე pfizer-ით. ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და კასპის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ნონიაშვილი დაესწრნენ.
როგორც კლინიკაში აღნიშნეს, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა და ყოველდღიურად 100-მდე პირი იცრება.
რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია შიდა ქართლის 9 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.