საქართველომ წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში Expo 2020 Dubai-ში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ჭადრაკის დღე აღინიშნა. დუბაიში იმყოფებოდნენ ქართველი დიდოსტატები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე, რომლებმაც ათასობით დამთვალიერებელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის.