თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ღამის კლუბები იხსნება. ელექტრონული მუსიკის სივრცეებს პანდემიის გამო გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ადგილზე შესასვლელად აუცილებელი იქნება "მწვანე პასპორტის" ქონა.
შეგახსენებთ, კლუბების გახსნის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.