აფეთქება თბილისში - შემთხვევა ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოყვა. დაშავებულია 4 ადამიანი. ოთხივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ერთმა მათგანმა აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებიც, მათი პირველადი შეფასებით, აფეთქების მიზეზად ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის გაჟონვის ალბათობა არ იკვეთება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.