20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
რამაზ გერლიანი გამოჩნდა - სად იყო ეკონომიკის ექსპერტი 3 დღის განმავლობაში

რატომ გაუჩინარდა და სად იყო 3 დღის განმავლობაში რამაზ გერლიანი - ეკონომიკის ექსპერტი გამოჩნდა. "კურიერის" ინფორმაციით, ის პოლიციამ ქალაქგარეთ გამთენიისას იპოვა.

გერლიანი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან სამართალდამცავი უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"სურამში და ძირითადად, სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი განმარტება და მანამდეც დავწერე - პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება, ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული.

მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი იყო სიკვდილთან შეხვედრა, პოლიციამ მომისწრო და ვერ მოვახერხე. ცუდად ვარ ხალხო,"-განაცხადა გერლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ექსპერტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამოიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია მისი მობილური ტელეფონი.

ამავე თემაზე
დღის ამბები