შინაგან საქმეთა სამინისტროში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრევენციის მიზნით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სტუმრად მოწვეულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე შედეგებს, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.