მზადება დღესასწაულისთვის - პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია დღის ბოლოს დასრულდა. "გვიყვარდეს ერთმანეთი" - ასეთია კონცერტის სლოგანი. მუსიკალური ნომრების შესრულება სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ზუსტად ღამის 12:00 საათზე დაიწყება.
პროგრამა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზეა აგებული. ორგანიზატორები თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს განსაკუთრებულ ღამეს ჰპირდებიან. მასშტაბურ პროექტში 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
შეგახსენებთ, გასულ წელს პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები თბილისსა და მთელს ქვეყანაში საკმაოდ მოკრძალებულად ჩატარდა.