გონიოს ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა გეომეტრიული მოტივებზე შესრულებული მოზაიკა აღმოაჩინეს.
ფერადი მოზაიკით აბანოს იატაკია შემკული. ისტორიკოსების ვარაუდით, გეომეტრიული ფიგურებით გამდიდრებული მოზაიკა ჩვენი წელთაღრიცხის პირველი საუკუნით თარიღდება. სავარაუდოდ, აბანო ვესპასიანეს მმართველობის დროსაა აგებული.
რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკაა აღმოჩენილი, თუმცა გონიოს აღმოჩენას სპეციალისტები უნიკალურს უწოდებენ.
ესაა რომაელი სამხედროების მიერ შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა. ახალი წელთააღრიცხვის მეორე ნახევრით დათარიღებული აღმოჩენა აწარისთვის პირველია. გონიოს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით გრძელდება რომაული ეპოქის ყაზარმის ნაშთების შესწავლა.
გათხრებს ქართველი და პოლონელი არქეოლოგები აწარმოებენ.
წელს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები და ტურისტებისთვის მიმზიდველი სანახაობების შექმნა იგეგმება.