გაძვირდება თუ არა საქართველოში ტარიფები - ეს სემეკის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის გაზის ახალი საფასური უნდა დაადგინოს. ამ მოთხოვნით, ლარის კურსის ვარდნის გამო სემეკს სამმა კომპიანიამ მიმართა.
იმ შემთხვევაში თუ დღეს თბოელექტროსადგურებისთვის გაზის გაძვირების გადაწყვეტილებას მიიღებენ - ეს ტარიფის მომატებას ელექტროენერგიაზეც გამოიწვევს. ამ კონკრეტულ თემაზე კი სემეკი უკვე ხვალ შეიკრიბება.