20 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
პრემიერმა გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გახსნა

გარდაბანში ახალი ელექტროსადგურის ტექნიკური გაშვება დაიწყო.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეს არის 230 მილიონიანია და მას საპარტნიორო ფონდი და მისი შვილობილი, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორცილებს.

„ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი ხელსუფლების ძირითადი მიმართულება და სწორედ ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთი პროექტების განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთოხების და ენერგო დამოუკიდებლობის მიღწევას. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, ეს სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბუნებრივ აირზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური 237 მეგავატის სიმძლავრისაა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მსგავს სადგურებს გარდაბნის თბოელექტროსადგური სიმძლავრით ორჯერ აღემატება და ბევრად ეკონომიურია.

დღის ამბები