20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
მომხმარებლებს, ვისაც კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, ვთავაზობთ განცხადებით მოგვმართონ - თელასი

კომპანია "თელასი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას, ვისაც კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, განცხადების დაწერას სთავაზობს. 

კომპანიის განმარტებით, განცხადებები უმოკლეს დროში იქნება განხილული.

"მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, გთხოვთ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით. თქვენი განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული.

იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.

მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასის“ ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით [email protected] ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99),"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები