ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზეა გავრცელებული.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრეები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული და არის თუ არა ტყის მასივზე გავრცელების საშიშროება, ჯერჯერობით, უცნობია.