ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, "მწვანე პასპორტის" ვალდებულების გაუქმების ფონზე ახლა ბიზნესსექტორმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით.
"კერძო ბიზნესმა და არა მარტო უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით). ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს.