20 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
სამხრეთ კორეაში გაყიდვაში "ცხვირბადე" ჩაეშვა

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ შექმნა სამედიცინო ნიღბის დიზაინი, რომელიც სადილობისას მხოლოდ ცხვირს დაფარავს - ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება. 

კომპანია Atman-ის შემუშავებულ პირბადეს Kosk-ი ჰქვია და ის სამხრეთ კორეაში ინტერნეტით უკვე იყიდება. 10 ცალიანი Kosk-ის ყუთი, დაახლოებით, 8 დოლარი ღირს. 

Kosk-ი ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც "ცხვირბადე", რადგან მწარმოებლებმა ეს სახელი ცხვირის კორეული დასახელების პრეფიქსისა (Ko) და ნიღბის ინგლისური დასახელები სუფიქსით (sk) მიიღეს. 

"ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ ახალი დიზაინის ნიღაბმა საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა უკვე დაიმსახურა, რადგან, მათი თქმით, დიზაინი უგულებელყოფს, რომ კოროვირუსი შესაძლოა პირის ღრუს საშუალებითაც გავრცელდეს, სხვები კი ამბობენ, რომ ახალი პირბადე მათ უფრო დაცულად და კომფორტულად აგრძნობინებს თავს ლანჩის დროს. 

ჩვეულებრივ, Kosk-ის ტარება რეგულარული პირბადის შიგნით არის რეკომენდებული, ხოლო ჭამის დროს ცხვირის განსაკუთრებულად დაცვის ფუნქცია ეკისრება. 

დღის ამბები