20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 471%-ით გაიზარდა - ტურიზმის ადმინისტრაცია

2022 წლის იანვარში საქართველოს 199 393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლით მოხდა 2019 წლის მონაცემის 38 პროცენტიანი აღდგენა. ამასთან, 2021 წელთან შედარებით, ზრდამ +471 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, მათმა რაოდენობამ მიმდინარე წლის იანვარში 163 615 შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის მაჩვენებლის 53 პროცენტით აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით ზრდამ კი +456 პროცენტი შეადგინა.

დღის ამბები