20 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
რამდენი პროცენტი შეადგინა წლიურმა ინფლაციამ - საქსტატი მონაცემებს აქვეყნებს 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას - საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6 პროცენტით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

"სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.84 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.1 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (4.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე," – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დღის ამბები