გაზრდილი ინფიცირების ფონზე რესპუბლიკური საავადმყოფოში სტაციონალურ ნაწილში დატვირთვამ მოიმატა. კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით, კლინიკაში ძირითადად ის პაციენტები ხვდებიან ვისაც ძირითადად "ბუსტერ" დოზაა არ აქვთ გაკეთებული და თანხმლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.
"სტაციონალურ ნაწილში დატვირთვამ მოიმატა, მაგრამ ეს არ არის ნახტომისებური მატება და რაც მთავარია ჩვენ საწოლების დაახლოებით 20% გვაქვს იმისათვის, რომ პაციენტები მივიღოთ. "ომიკრონი" შედარებით მარტივად მიმდინარეობს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არის ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. ამის გამო პაციენტები სტაციონარიზაციას მაინც საჭიროებენ. საჭიროებენ ძირითადად ის პაციენტები რომლებსაც თანხმლები ქრონიკული დაავადებები აქვთ, რომელსაც "ბუსტერ" დოზაა არ აქვთ გაკეთებული,"- აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.
გაზრდილია მიმართვიანობა პედიატრიულ სექტორშიც - ციციშვილის საავადმყოფოს კლინიკური საბჭოს წევრი დეა ნიჟარაძე კი მოსახლეობა მოუწოდებს, რომ მხოლოდ მაშინ მიმართონ კლინიკურ სექტორს, როდესაც ოჯახის ექიმი გასცემს ამი რეკომენდაციას.
"15-20% მოდის ბავშვთა და მოზარდთა შემთხვევებზე. გამომდინარე აქედან ეს ყველაფერი აისახება ჩვენს კლინიკაზე. მომართვიანობა არის გაზრდილი, აუცილებლად მარტივი შემთხვევები უნდა იმართოს ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მხოლოდ მას შემდეგ რაც ოჯახის ექიმი განსაზღვრავ, რომ ბავშვი საჰოსპიტალეა მას შემდეგ უნდა იყოს ჩვენთან მომართა,"- აცხადებს დეა ნიჟარაძე.